უიტკოფი - ეს შეხვედრა იმედს გვაძლევს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის მუშაობს

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის თქმით, ვლადიმერ პუტინის საგანგებო რწმუნებულთან კირილ დმიტრიევთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრა გამართა.
მისივე თქმით, ამერიკის დელეგაციაში შედიოდნენ სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუნბაუმი.
"ეს შეხვედრა იმედს გვაძლევს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის მუშაობს და მადლიერი ვართ პრეზიდენტის კრიტიკული ლიდერობისთვის მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს სტივ უიტკოფი.
თაგები:
სტივ უიტკოფი




