Logo

უიტკოფი - იმედია, ეს გარდამტეხი მომენტის დასაწყისია

უკრაინა
215
Frontnews image description

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მოგვარებას იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობდა, თუმცა ვაშინგტონს გარდამტეხი მომენტის იმედი აქვს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას, რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები ამ კვირაში უნდა გამართულიყო, თუმცა ის გადაიდო.

"პროცესი წინ მიიწევს. ვფიქრობ, სამმხრივი შეხვედრა მომავალ კვირამდე გადაიდო.  ჩვენ, მოგეხსენებათ, პოზიტიურად ვართ განწყობილი და პოზიტიურ განწყობას შევინარჩუნებთ. ეს არის ომი, რომელიც უნდა დასრულდეს და ჩვენ პოზიტიურ განწყობაზე დავრჩებით“, - განაცხადა უიტკოფმა.

ომის წელს დასრულების შესაძლებლობის კომენტირებისას, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპი "როგორც წესი, წარმატებით ახერხებს ასეთი პრობლემების მოგვარებას".

"ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ ორივე მხარე დაიღალა და გამოფიტულია. იმედია, ეს გარდამტეხი მომენტის დასაწყისია. იგივე მოხდა ახლო აღმოსავლეთში. იქაც იყო გარდამტეხი მომენტი, როდესაც ჯარედმა (ჯარედ კუშნერმა, აშშ-ის პრეზიდენტის სიძემ) და მე უბრალოდ ვიგრძენით, რომ ისინი ომისგან დაიღალნენ. და იმედი ვიქონიოთ, რომ ახლა ამ ეტაპზე ვართ - ან მალე ვიქნებით“, - განაცხადა უიტკოფმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები