უხვი ნალექის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში გზები, სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები დაიტბორა

ავტორი
Front News საქართველო
უხვი ნალექის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიტბორა გზები, სახლები ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.
ბაღდათის მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარებისთვის შეუძლიათ დარეკო მითითებულ ნომერზე: +995 591 909 005
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები საკრებულოს თავმჯდომარე, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის მდგომარეობას ეცნობიან და შესაბამის დახმარებას უწევენ.
ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის.
თაგები:
ბაღდათის მუნიციპალიტეტი




