Logo

უკრაინამ მოსკოვს არ დაარტყა, თუმცა დრონებით რუსეთის 14 ოლქი დაბომბა

მსოფლიოუკრაინა
111
Frontnews
უკრაინამ მოსკოვს არ დაარტყა, თუმცა დრონებით რუსეთის 14 ოლქი დაბომბა

6 სექტემბრის დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ფაქტობრივად აღიარა, რომ უკრაინა ასრულებს თავის დაპირებას და არ ესხმის თავს მოსკოვს, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც აგრძელებს კიევზე თავდასხმას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ  უკრაინის ახალი საჰაერო თავდასხმის მოგერიების შედეგების შესახებ ტრადიციული დილის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ უკრაინას მოსკოვზე ან მოსკოვის ოლქზე არ დაურტყამს, თუმცა უკრაინულმა ძალებმა აგრესორი ქვეყნის სულ მცირე 14 ოლქი დაბომბეს.

ამჯერად დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ბელგოროდის, ბრიანსკის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, ორიოლის, როსტოვის, რიაზანის, სარატოვის, ტამბოვის, ტულის ოლქები და კრასნოდარის მხარე.

გარდა ამისა, აფეთქებების ხმა ისმოდა ყირიმში და შავსა და აზოვის ზღვებზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინამ მის ტერიტორიას ასობით დრონით დაარტყა, თუმცა ტრადიციულად ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს. უწყების მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 258 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩაჭრეს და გაანადგურეს.

ამასთან, უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ რიაზანში რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა ამ დრომდე იწვის. ხანძრის შესახებ ინფორმაცია რიაზანის ოლქის გუბერნატორმაც დაადასტურა.

4 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შაბათ-კვირას - აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლების მოსკოვსა და კიევში ვიზიტის დროს - "უკრაინა უზრუნველყოფს რუსეთის საჰაერო სივრცის ნორმალურ ფუნქციონირებას, მომლაპარაკებლების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით".

5 სექტემბერს კრემლმა ვლადიმერ პუტინის ბრძანება გაავრცელა, რომ კიევზე სამი დღის განმავლობაში დარტყმები არ განხორციელდებოდა. თუმცა, უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაშის სირენები კვლავ ისმოდა.

რუსული თავდასხმის შედეგად კიევის რეგიონში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, ბუჩას რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, ოლქის ხუთ რაიონში 28 ობიექტი დაზიანდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები