უკრაინამ რუსეთის ოლქებზე დრონებით დარტყმები განახორციელა

ავტორი
Frontnews საქართველო
24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონს ასობით დრონით შეუტიეს, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისივე ცნობით, დარტყმის ქვეშ ერთდროულად 12 რეგიონი აღმოჩნდა - ბელგოროდის, კურსკის, ბრიანსკის, კალუგის, ორლოვის, ტულის, რიაზანის, ნიჟნი ნოვგოროდის და ვლადიმირის ოლქები; ასევე, მოსკოვის ოლქი; კრასნოდარის მხარე; ოკუპირებული ყირიმი; შავი ზღვის აკვატორია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად არ ამხელს უკრაინის მიერ ბოლო თავდასხმის დროს გამოყენებული თავდასხმის დრონების ზუსტ რაოდენობას, თუმცა აცხადებს, რომ თავდასხმაში ასობით უპილოტო საფრენი აპარატი იყო ჩართული და საჰაერო თავდაცვამ 288 უკრაინული დრონის ჩამოგდება და ჩახშობა შეძლო.
აღსანიშნავია, რომ უკრაინამ აგრესორ ქვეყანაზე მასშტაბური თავდასხმა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ფონზე განახორციელა. როგორც ცნობილია, ის 18 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. უკანონო კენჭისყრა მიმდინარეობს დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზეც.





