
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ პირველი ნაბიჯი გადადგა თავისი საჰაერო ძალების გადაიარაღებისკენ. საფრანგეთმა დაადასტურა Rafale-ის გამანადგურებლების და ახალი თავდაცვითი პროექტების შეკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთობლივ დეკლარაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინამ და საფრანგეთმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საგზაო რუკა დაამტკიცეს, რომელიც მოიცავს Rafale-ის გამანადგურებლების, მოწინავე საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას და ფრანგული იარაღის ლიცენზირებული წარმოების დაწყებას უკრაინაში.
უკრაინამ საფრანგეთს ოფიციალურად შეუკვეთა პირველი 16 Rafale-ის ტიპის გამანადგურებელი, ასობით თვითმფრინავიდან, რომელთა შეძენაზეც მხარეები ჯერ კიდევ 2025 წლის ნოემბერში შეთანხმდნენ.
უკრაინელი პილოტების და ტექნიკური პერსონალის წვრთნა შესაძლოა, 2026 წელს დაიწყოს. წვრთნების დასრულების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალები პირველ ოთხ თვითმფრინავს მიიღებს.
გამანადგურებლებთან ერთად, საფრანგეთი უკრაინას შეიარაღების ფართო სპექტრს მიაწვდის, მათ შორის MICA და METEOR რაკეტებს, AASM საჰაერო ბომბებს, ლაზერით მართვად ანტი-დრონების რაკეტებს და სხვა „ჰაერი-ჰაერი“ და "ჰაერი-მიწა“ კლასის განადგურების სხვა საშუალებებს.
გარდა ამისა, საფრანგეთი 2026 წლის ბოლომდე უკრაინაში AASM საჰაერო ბომბების და SCALP ფრთოსანი რაკეტების ლიცენზირებული წარმოების განლაგების ნებართვას მისცემს.
დეკლარაციის ცალკე ნაწილი უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გაძლიერებას ეთმობა.
უკრაინამ ოთხი უახლესი ფრანკო-იტალიური SAMP/T NG სისტემა შეუკვეთა და პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც მათ საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენებს.
2026 წლის ბოლოსთვის საფრანგეთი უკრაინაში GF300 რადარს განათავსებს, როგორც ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემის პირველ კომპონენტს. SAMP/T NG-ის მიწოდების დროს, პარიზი ასევე გადასცემს უკრაინას ორ SAMP/T სისტემას დროებითი გამოყენებისთვის.
საფრანგეთი და იტალია ასევე დაუშვებენ უკრაინაში Aster 30 ტიპის რაკეტების ლიცენზირებულ წარმოებას. პარიზი ასევე მხარს დაუჭერს უკრაინული ანტიბალისტიკური რაკეტების გამანადგურებლების, კერძოდ, FREYJA პროექტის განვითარებას, ფრანგული თავდაცვის კომპანიების მონაწილეობით.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს