Logo

უკრაინაში დაღუპული დავით ღოღაძის და ბაჩო ბებიას ცხედრები თბილისში ჩამოასვენეს

Frontnews image description

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დავით ღოღაძის და ბაჩო ბებიას ცხედრები თბილისში ჩამოასვენეს.

აეროპორტში მათ ახლობლები და აქტივისტები საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ.

"ეს არის, ცხადია, დანაკარგი ოჯახისთვის და იმ ბავშვებისთვის, რომელიც დარჩნენ მამის გარეშე, მაგრამ ისინიც ისწავლიან, რომ მათმა მამებმა მიიღეს ძალიან დიდი წვლილი ამ ქვეყნის ღირსების გადარჩენაში. მე ვწუხვარ ერთ რამეზე, რომ აქ არცერთი ოფიციალური პირი, თავდაცვის სამინისტროდან არავინაა წარმოდგენილი, საპატიო ყარაული რომ არ არის, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყოველი ქართველი ჯარისკაცი დღეს, რომელიც აქ არ და ვერ მოდის, ძალიან განიცდის იმას, რომ ვერ დგას აქ, იმიტომ, რომ ეს მათთვისაც არის ძალიან დიდი დანაკარგი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა აეროპორტში. 

დავით ღოღაძე, რომელსაც თბილისიდან კახეთში გადაასვენებენ, უკრაინაში ორი წლის წინ დაიღუპა, თუმცა მისი ჩამოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

რაც შეეხება ბაჩო ბებიას, ის ოკუპანტების მიერ, ნიკოლაევში, ერთ-ერთი ბაზის დაბომბვისას 21 აპრილს დაიღუპა. მას ზუგდიდში დაკრძალავენ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები