უკრაინაში დაღუპული მეოთხე ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილია. ის მასობრივი დაბომბვის დროს, ირპენში დაიღუპა. მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
დავით გობეჯიშვილი უკრაინაში 4 დღის წინ ჩავიდა. იყო აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე.
სოხუმიდან დევნილი დავით გობეჯიშვილი ტყიბულში ცხოვრობდა.
უკრაინაში დაღუპული დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დღეს დაკრძალეს. ჯერჯერობით ვერ ხერხდება ბლოკადაში მოქცეული მარიუპოლიდან კიდევ ერთი დაღუპული მებრძოლის ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს