უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქართველი მებრძოლის ვანო ნადირაძის ინფორმაციით, გიორგი ნარმანია უკრაინაში დაბადებული ქართველია.
არსებული ინფორმაციით, მებრძოლი ბახმუტთან დაიღუპა და მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო ცხედარი ბრძოლის ხაზიდან გადმოსვენებული არ არის.
გიორგი ნარმანია 37-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში პუტინის ომს ემსხვერპლა.





