Logo

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა

უკრაინა
966
Frontnews image description

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. 

 

შემთხვევა წუხელ, ქალაქ ირპენში ძლიერი შეტაკებების დროს მოხდა. 

 

ბრძოლისას დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო.

 

ცხედარი ფრონტის ხაზიდან უკვე გამოიყვანეს და ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. 

 

დაღუპული მებრძოლის ვინაობა ჯერ არ ხმაურდება, რადგან ოჯახმა მომხადარის შესახებ არ იცის.

 

უკრაინაში დაღუპულ გია ბერიაშვილს და დავით რატიანს დღეს დაკრძალავენ, ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება კი ჯერ ვერ ხერხდება.

Advertisement