Logo

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსმა ოკუპანტებმა 121 ბავშვი მოკლეს

უკრაინა
23.03.2022 / 11:28
Frontnews image description

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 121 ბავშვი დაიღუპა, 167-მა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

 

23 მარტის მდგომარეობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაიღუპა კიევის ოლქში  – 61, ასევე ხარკოვში – 41, დონეცკში – 40, ჩერნიგოვში – 32, ნიკოლაევში – 24, დედაქალაქში – 16, ჟიტომირში – 15, ხერსონში – 15 და სუმში – 14.

 

მტრის დაბომბვების შედეგად დაზიანდა 548 სასწავლო დაწესებულება, მათგან 72 მთლიანად განადგურდა, კერძოდ დაზიანებული ან განადგურებილია – 220-ზე მეტი სკოლა, 155 საბავშვო ბაღი. უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, ნიკოლაევში, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რაიონებში და ქალაქ კიევში.

თაგები:

უკრაინა
Advertisement