უკრაინაში ფრონტზე "უნა-უნსოს" თანადამფუძნებელი მიკოლა კარპიუკი დაიღუპა

ავტორი
Frontnews საქართველო
კრემლის ყოფილი პოლიტპატიმარი და მოძრაობა "უნა-უნსოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიკოლა კარპიუკი ფრონტზე საბრძოლო მისიის შესრულებისას დაიღუპა.
მიკოლა კარპიუკი 19 სექტემბერს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე დაიღუპა. ის 62 წლის იყო.
კარპიუკი 2014 წლის მარტში რუსეთის სპეცსამსახურებმა ყალბი საბაბით დააკავეს. 2016 წლის მაისში, რუსეთის სასამართლომ მას თავისუფლების 22,5 წლით აღკვეთა მიუსაჯა ჩეჩნეთის ომში მონაწილეობის ცრუ ბრალდებით.
5-წლიანი მძიმე პატიმრობისა და წამების შემდეგ 2019 წლის სექტემბერში, კარპიუკი უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში დაბრუნდა უკრაინაში.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 60 წელს იყო გადაცილებული და კანონით სამხედრო ვალდებულება არ ეკისრებოდა, მან მოხალისედ მოაწერა ხელი კონტრაქტს და უკრაინის თავდაცვის ძალებს შეუერთდა.
1993 წელს მიკოლა კარპიუკი მოხალისედ ჩამოვიდა საქართველოში და ქართული ჯარის მხარეს იბრძოდა აფხაზეთში, UNA-UNSO-ს სპეციალური კორპუსის "არგოს“ შემადგენლობაში. მამაცობისა და გაწეული დახმარებისთვის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით.
თაგები:
მიკოლა კარპიუკი




