უკრაინაში შეჭრიდან დღემდე ოკუპანტებმა თითქმის 6 ათასი სამხედრო დაკარგეს

ავტორი
Front News საქართველო
5 დღის განმავლობაში უკრაინაში 5 710 რუსი სამხედრო დაიღუპა, 200 ტყვედ არის აყვანილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, განადგურებულის 29 რუსული თვითმფრინავი, 19 – ვერტმფრენი, 198 ტანკი, 846 ჯავშანმანქანა, 77 საარტილერიო სისტემა, 7 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, 24 სარაკეტო სისტემა, 60 საწვავის ავზი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი, 2 კატერი, 305 ერთეული საავტომობილო ტექნიკა.
როგორც გენშტაბში აღნიშნავენ, უფრო ზუსტ ანგარიშს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.





