Logo

უკრაინელ რეჟისორს სერგეი ლოზნიცას თბილისის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო პრომეთეს ჯილდო გადაეცა

უკრაინა
05.12.2018 / 14:11
Frontnews image description

თბილისი: უკრაინელ რეჟისორ სერგეი ლოზნიცას თბილისის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო პრომეთეს ჯილდო გადაეცა.

 

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ლოზნიცას სამი ახალი ფილმია წარმოდგენილი – „დონბასი”, „პროცესი“ და „გამარჯვების დღე“.

 

2010 წელს უკრაინელი რეჟისორის ფილმი „ჩემი ბედნიერება” კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. 2012 წელს კი, ასევე, კანში ფილმი „ნისლში” ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინირებული.

 

2014 წელს ლოზნიცამ „მაიდანი” გადაიღო, რომელიც 2013-2014 წლის კიევის საპროტესტო აქციებს აღწერდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები