
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზაცია იმერეთში გრძელდება. ამ შემთხვევაში 12-ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებული თანხა, მთლიანად უკრაინელი ხალხის საჭიროებებისამებრ დაიხარჯება.
„კერძოდ, ეს თანხა მიემართება მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც უახლოეს დღეებში გაიგზავნება უკრაინაში. ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნეს სექტორს და მოქალაქეებს.
მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები. ასევე, მუნიციპალიტეტების მერიების სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით მიმდინარეობს სამედიცინო დახმარების საგნების, მედიკამენტების, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებისა და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნების შეძენა.
ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურადაა ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი“, – აცხადებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.
პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, დაახლოებით 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა.
თაგები:
ზვიად შალამბერიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს