Logo

უკრაინელმა სამხედროებმა რუსული დრონების მართვის 4 პუნქტი გაანადგურეს, მათ შორის ბერდიანსკის ელიტარული ცენტრი "რუბიკონი"

უკრაინა
80
Frontnews
უკრაინელმა სამხედროებმა რუსული დრონების მართვის 4 პუნქტი გაანადგურეს, მათ შორის ბერდიანსკის ელიტარული ცენტრი "რუბიკონი"

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიის დრონების მართვის ერთდროულად ოთხი პუნქტი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ბერდიანსკში განადგურდა. იქ დარტყმა განხორციელდა "რუბიკონის“ ქვედანაყოფის დროებითი დისლოკაციის და დრონების მართვის პუნქტზე - ეს არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი უპილოტო საფრენი აპარატების ცენტრი, რომელიც ასევე ტერორს ახორციელებდა ფრონტისპირა დასახლებების სამოქალაქო მოსახლეობაზე.

"მტრის დანაკარგები ზუსტდება, თუმცა ეფექტი უკვე თვალსაჩინოა: თითოეული მწყობრიდან გამოყვანილი მართვის პუნქტი ნიშნავს ნაკლებ რუსულ დრონს უკრაინულ პოზიციებსა და გზებზე.

ოკუპანტები მართვის პულტების გარეშე დარჩნენ ხერსონის ოლქში, ოლეშკის მახლობლად და დონეცკის ოლქში, ბელიცკოეს რაიონში. იქ უკრაინელმა მეომრებმა ასევე გაანადგურეს რუსეთის არმიის უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტები.

რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქის ალექსანდროვსკოეს რაიონში კი, დარტყმა განხორციელდა დრონების მართვის კიდევ ერთ პუნქტზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

7 ნოემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმები მიაყენეს რუსეთის სამხედრო ობიექტებს. ბრიანსკის ოლქში განადგურებულ სამიზნეებს შორის არის „ისკანდერისა“ და „პანცირ-ს 1“-ის ტიპის ორი დანადგარი.

ასევე, 7 ნოემბერს უკრაინელმა სამხედროებმა „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით დარტყმა მიაყენეს ორელში მდებარე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმო „პროტონ-ელექტროტექსს“.

გარდა ამისა, დრონების ღამის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა „როსნეფტის“ სარატოვის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში.

თაგები:

უკრაინა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები