უკრაინელმა სპეცრაზმელებმა მელიტოპოლის მერი ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელმა სპეცრაზმელებმა მელიტოპოლის მერის ივან ფიოდოროვის მერის გათავისუფლების ოპერაცია წარმატებით განახორციელეს, – ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო წერს.
“მეგობრებო, კარგი ამბავი ზაპოროჟიედან. მელიტოპოლის მერის ივან ფიოდოროვის გათავისუფლების სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა“, – წერს ტიმოშენკო.
მისივე თქმით, ფიოდოროვს და ზელენსკის შორის საუბარი შედგა.
ტიმოშენკოს ინფორმაციით, ივან ფიოდოროვი ქალაქის მერის მოვალეობის შესრულებას მალე დაუბრუნდება.
ივან ფიოდოროვი ოკუპანტებმა 11 მარტს გაიტაცეს.
თაგები:
ივან ფედოროვი




