“უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება ისტორიული მიღწევაა”


ავტორი
Front News საქართველო
თბილისი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას ისტორიულ მიღწევად აფასებს.
“6 იანვარს უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება ისტორიული მიღწევაა, რადგან უკრაინა საკუთარი მომავლის განსაზღვრისკენ მიისწრაფვის. ამ ღირსშესანიშნავ მომენტში, ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი ურყევ მხარდაჭერას“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს აღმსარებლობის თავისუფლებას, მათ შორის რელიგიური ჯგუფების თავისუფლებას, მართონ თავიანთი რელიგია მათი რწმენის შესაბამისად, გარე ჩარევის გარეშე. აშშ მიესალმება მიტროპოლიტ ეპიფანეს განცხადებას, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ღიაა ყველა მართლმადიდებელი მორწმუნესთვის.
