უკრაინის დაზვერვა – კადიროვი მძიმე მდგომარეობაშია


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციაში ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კადიროვი რამდენიმე დღეა კომაშია, ექიმებს კი მისი დახმარება არ შეუძლიათ.
იუსოვმა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
“მართლაც, არის ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვი ახლა მძიმე მდგომარეობაშია და დაავადებები, რომელიც ჰქონდა, გაუარესდა, რაც გახდა ამ მდგომარეობის მიზეზი”, – განაცხადა დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა.
ხმები ჩეჩნეთის ლიდერის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ 2023 წლის დასაწყისიდან ვრცელდება. ერთ-ერთი პირველი, ვინც კადიროვის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, გამოცემა Bild იყო. ვარაუდობენ, რომ კადიროვს თირკმელების სერიოზული პრობლემები აქვს. იმავეს ამბობს ემიგრაციაში მყოფი იჩქერიის ყოფილი ვიცე-პრემიერი ახმედ ზაკაევი.
თაგები:
რამზან კადიროვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს