Logo

უკრაინის დელეგაცია რუსულს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვდება

უკრაინა
1461
Frontnews image description

უკრაინის დელეგაცია რუსულ დელეგაციას უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვდება. 

 

“ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შედეგი:

 

ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია რუსულ დელეგაციას წინასწარი დათქმების გარეშე უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდება.

 

ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ უკრაინის დელეგაციის მოგზაურობის, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს, ბელარუსის ტერიტორიაზე დისლოცირებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა მათ მიწაზე დარჩება”, – წერს ზელენსკი.

Advertisement