Logo

უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1 468 760 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინა
257
Frontnews
რუსეთმა ერთ დღეში უკრაინაში 1 440 ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული)
რუსეთმა ერთ დღეში უკრაინაში 1 440 ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული)

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 468 760 (+1 440) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 17.08.26-მდე: ტანკები – 12 272 (+1), ჯავშანტექნიკა – 25 155 (+4), საარტილერიო სისტემები – 48 100 (+93), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 037 (+3).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 572 (+2), თვითმფრინავები – 439 (+0), ვერტმფრენები – 354 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 273 (+16); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 465 497 (+2 093), ფრთოსანი რაკეტები – 5 010 (+3).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 135 448 (+597), სპეციალური ტექნიკა – 4 540 (+5).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები