უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1 474 030 ჯარისკაცი დაკარგა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 474 030 (+1 390) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 21.08.26-მდე: ტანკები – 12 286 (+3), ჯავშანტექნიკა – 25 170 (+5), საარტილერიო სისტემები – 48 318 (+57), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 052 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 581 (+4), თვითმფრინავები – 439 (+0), ვერტმფრენები – 354 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 333 (+12); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 472 849 (+1 980), ფრთოსანი რაკეტები – 5 049 (+39).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 137 369 (+551), სპეციალური ტექნიკა – 4 559 (+8).





