Logo

უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1 549 490 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 1 700-ზე მეტი ბოლო ერთ დღეში

უკრაინა
309
Frontnews
უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1 549 490 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 1 700-ზე მეტი ბოლო ერთ დღეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 549 490 (+1 710) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 09.10.26-მდე: ტანკები – 12 402 (+3), ჯავშანტექნიკა – 25 509 (+7), საარტილერიო სისტემები – 50 950 (+67), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 199 (+5).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 693 (+1), თვითმფრინავები – 443 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 908 (+18); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 555 335 (+1 757), ფრთოსანი რაკეტები – 5 126 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 160 412 (+617), სპეციალური ტექნიკა – 4 810 (+4).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები