
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთის სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, დღემდე რუსეთმა უკრაინაში 12 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.
აგრესორის ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 09.03-მდე:
პერსონალი – 12 ათასზე მეტი ადამიანი,
ტანკები – 317,
ჯავშანტექნიკა – 1070,
საარტილერიო სისტემები – 120,
MLRS (მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა) – 56,
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 28,
თვითმფრინავი – 49,
ვერტმფრენები – 81,
საავტომობილო ტექნიკა – 482,
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 3,
ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 60,
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7.
როგორც გენერალურ შტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტ მონაცემებს მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს