უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი – რუსეთის თავდასხმას 198 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ვიქტორ ლიაშკოს განცხადებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შედეგად 198 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია.
მისივე ინფორმაციით, დაჭრილია 1 115 ადამიანი, მათ შორის 33 ბავშვი.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ერთ-ერთ კლინიკაში მძიმე ჭრილობებით იმყოფება 7 წლამდე ბავშვი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებევ, მოზარდის მშობლების ადგილსამყოფელი უცნობია.
თაგები:
უკრაინა




