
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში ჩავიდა, სადაც G7-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
“იაპონია. G7. მნიშვნელოვანი შეხვედრები უკრაინის პარტნიორებთან და მეგობრებთან. უსაფრთხოება და თანამშრომლობის გაძლიერება ჩვენი გამარჯვებისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი გუშინ საუდის არაბეთში ვიზიტით ჩავიდა და არაერთი შეხვედრა გამართა.
ზელენსკი იაპონიაში G7-ის სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
Politico-ს ცნობით, ჯო ბაიდენი უკრაინას 375 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ დახმარებას ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს