უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილონ მასკს პასუხობს

ავტორი
Frontnews საქართველო
თავდაცვითი ტექნოლოგიების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი "ფლეშ“ ბესკრესტნოვი SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის განცხადებას პასუხობს, რომელმაც უკრაინელი სამხედროები კომერციული სატელიტური სისტემის "სტარლინკის“ გამოყენების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.
ბესკრესტნოვის თქმით, ძალიან უცნაურია, რომ ილონ მასკმა არ იცის უკრაინაში „სტარლინკის“ მუშაობის შეზღუდვის შესახებ.
„2026 წლის ზამთრიდან (თებერვლიდან) უკრაინის ტერიტორიაზე (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მოქმედ „სტარლინკის“ ყველა ტერმინალს აქვს გადაადგილების სიჩქარის შეზღუდვა – საათში 70–90 კმ. ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე „სტარლინკი“ არ მუშაობს. ამგვარად, ჩვენ ფიზიკურად არ შეგვიძლია, კომერციული „სტარლინკი“ გამოვიყენოთ შორი ან საშუალო რადიუსის დარტყმების განსახორციელებლად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი სოციალურ ქსელში.
მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ "უკრაინის სამხედრო ძალებმა დაარღვიეს „სტარლინკის“ მომსახურების პირობები და ის ადამიანების დასახოცად თავდასხმითი დრონებით დარტყმებისთვის გამოიყენეს“.
თაგები:
ილონ მასკი




