უკრაინის პროკურატურა თინა კანდელაკზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პროკურატურამ რუს ტელეწამყვან თინა კანდელაკს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.
კანდელაკს ბრალდება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით წაუყენეს, რომელიც ისეთი ქმედებების დაფინანსებას მოიაზრებს, რომლის მიზანი ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივად შეცვლა ან დამხობა, სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცება, უკრაინის ტერიტორიული ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლაა.
რუსი ტელეწამყვანის წინააღმდეგ ბრალის წაყენების მიზეზი ტელეგრამის არხზე მისი განცხადებები გახდა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, თინა კანდელაკმა უკრაინის პრეზიდენტს და სხვა პოლიტიკოსებს ურჩია, დაეტოვებინათ უკრაინა, რის შემდეგაც ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც პრეზიდენტის პოსტიდან 2014 წელს გააძევეს, ქვეყანაში დაბრუნდება.
ვენედიქტოვა წერს, რომ უკრაინულმა პროკურატურამ კანდელაკის Telegram-ის პირადი არხი შეისწავლა და დაასკვნა, რომ კანდელაკი კრემლის სამხედრო მანქანის იდეებისა და ლოზუნგების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელია.
ვენედიქტოვა კანდელაკს აფრთხილებს, რომ მას შემდეგ, რაც ის რუსეთს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვდა, შეიძლება, დააკავონ უკრაინაში ექსტრადირების მიზნით.
“უახლოეს დღეებში უკრაინის პროკურატურა დაიწყებს კანდელაკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცესს”, – აღნიშნა ვენედიქტოვამ.
უკრაინამ ბრალდება რუს რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვსაც წაუყენა, რომელიც პუტინის მეგობარია და უკრაინაში ომის მომხრე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Firina.venediktova.31%2Fposts%2F5279505148729044&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”806″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს