Logo

უკრაინის საელჩო – ამ მწუხარების ჟამს უკრაინა სოლიდარობას უცხადებს საქართველოსა და ქართველ ხალხს

საზოგადოება
452
Frontnews
უკრაინის საელჩო – ამ მწუხარების ჟამს უკრაინა სოლიდარობას უცხადებს საქართველოსა და ქართველ ხალხს

საქართველოში უკრაინის საელჩო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"საქართველოში უკრაინის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს თბილისში, ფონიჭალის რაიონში, საცხოვრებელ სახლში ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მწუხარების ჟამს უკრაინა სოლიდარობას უცხადებს საქართველოსა და ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.

2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები