უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა “ზმეინისთან” რუსული ბომბდამშენი Су-24М ჩამოაგდეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის ძალებმა კუნძულ “ზმეინისთან” რუსული ბომბდამშენი Су-24М გაანადგურეს.
ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი და უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერი დიმიტრი პლეტენჩუკი ავრცელებენ.
“სამხრეთის საჰაერო სარდლობის წარმატებული ოპერაციის წყალობით, უკრაინულმა საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა “რუსული ხომალდის” კვალზე რუსული ბომბდამშენი გაგზავნეს“, – წერს ოლესჩუკი.
პლეტენჩუკის თქმით, განადგურებული თვითმფრინავი მარცვლეულის დერეფნის დასაზიანებლად მოქმედებდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის 5 დეკემბრის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე განადგურებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების 323 თვითმფრინავი და 324 ვერტმფრენი, ასევე ლიკვიდირებულია რუსეთის არმიის 333 840 ჯარისკაცი.
თაგები:
ზმეინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს