Logo

უკრაინის შსს მინისტრ ავაკოვის სახელით განხორციელებულ სატელეფონო ზარზე რეაგირებას არ მოახდენს

Frontnews image description

კიევი: უკრაინის შს სამინისტრო არ მოახდენს რეაგირებას იმაზე, რომ რუსმა პრანკერებმა უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის სახელით მის ქართველ კოლეგას გიორგი მღებრიშვილს დაურეკეს. ამის შესახებ Front News-ს უკრაინის შსს-ს კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორმა არტიომ შევჩენკომ განუცხადა.

 

“არანაირი რეაგირება არ იქნება. თუ ვიღაც პრანკრებემა დარეკეს, ჩვენ რატომ უნდა გავაკეთოთ კომენტარი?”, – განაცხადა შევჩენკომ.

 

რუსი პრანკერების მტკიცებით, მათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს უკრაინელი კოლეგის არსენ ავაკოვის სახელით დაურეკეს. „ვოვანი“ და „ლექსუსი“ რუსულ მედიასთან საუბარში ყვებიან, თითქოს მღებრიშვილს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება შესთავაზეს. პასუხად მღებრიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უცენზუროდ მოიხსენია და თქვა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არ სჭირდებათ, დარჩეს სადაც არის, რადგან ქართულ მხარეს არ სურს მისი გმირად გადაქცევა. მისი თქმით, საქართველოში ვითარება სტაბილურია, სააკაშვილის დაბრუნება კი მღელვარებას გამოიწვევს. პრანკერები ინტერნეტში სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერსაც აქვეყნებენ. აუდიოჩანაწერში, პირი, რომელიც, მათივე მტკიცებით, მღებრიშვილია, ამბობს, რომ სააკაშვილის საკითხი პროკურორთან განიხილა, ასევე ის აღნიშნავს, რომ პრემიერი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე პრეზიდენტსაც (უკრაინის პრეზიდენტს) ესაუბრა და მკაფიოდ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება არ სურთ

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები