უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთი რუსული სუ-34 გაანადგურეს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს მიმართულებაზე რუსული სუ-34 ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, თვითმფრინავმა ზაპოროჟიეს ქალაქზე ტერორისტული თავდასხმები მართვადი ბომბების გამოყენებით განახორციელა.
სამხედროების თქმით, მტრის სუ-34 საბრძოლო მისიის შესრულებისას განადგურდა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 426 თვითმფრინავი და 345 ვერტმფრენი დაკარგა.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი




