უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-სთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უმაღლესმა რადამ მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელსაც უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს. რატიფიცირებას 338 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მანამდე რატიფიკაცია დაამტკიცეს რადას კომიტეტებმა, ხოლო მინისტრთა კაბინეტმა წარადგინა საჭირო დოკუმენტები, როგორიცაა განმარტებითი ბარათი, თავად შეთანხმების ტექსტი და რეგისტრაცია.
1 მაისს უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც შეთანხმება უკრაინის წიაღის შესახებ. ამ შეთანხმების თანახმად, შეერთებული შტატები მიიღებს წვდომას უკრაინის რესურსებზე, მაგრამ კონტროლი უკრაინას დარჩება.
ასევე, შეერთებულ შტატებთან ერთად შეიქმნება უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდი. მისი მართვა 50/50-ზე გადანაწილდება და არცერთ მხარეს არ ექნება დომინანტური ხმა.
თაგები:
უკრაინის უმაღლესი რადა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს