Logo

უკრაინის უმაღლესმა რადამ მედვედჩუკს და კიდევ 4 დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერა

უკრაინა
1410
Frontnews image description

უკრაინის უმაღლესმა რადამ ვიქტორ მედვედჩუკს და კიდევ ოთხ სახალხო დეპუტატს – ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს, რენატ კუზმინსა და ანდრეი აქსიონოვს უფლებამოსილება შეუჩერა.

 

მანდატების ჩამორთმევის გადაწყვეტილების საფუძველი ოთხი დეპუტატისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტა გახდა. რაც შეეხება ანდრეი აქსიონოვს, მან დეპუტატის მანდატზე ნებაყოფლობით თქვა უარი.

 

გადაწყვეტილებას მედვედჩუკზე 320-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, კოზაკთან დაკავშირებით 317-მა, დერკაჩზე 314-მა და კუზმინზე – 319-მა.

 

უკრაინელ დეპუტატებს პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოქალაქეობა რამდენიმე დღის წინ შეუწყვიტა. 

Advertisement