უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გაახანგრძლივა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.
უმაღლეს რადაში გამართული კენჭისყრისას საომარი მდგომარეობის 6 აგვისტომდე გახანგრძლივების გადაწყვეტილებას 357-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ მხოლოდ ერთი დეპუტატი წავიდა.
უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების ინიციატივით უმაღლეს რადას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უმაღლესმა რადამ უკვე მეთხუთმეტედ დაუჭირა მხარი საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს