უკრაინის უმაღლესმა რადამ რეზნიკოვის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 327-მა დეპუტატმა, 4 წინააღმდეგი წავიდა, 11-მა თავი შეიკავა, 23-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე რუსტემ უმეროვის დანიშვნა იგეგმება. მანამდე მან რადას სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა. დეპუტატმა გათავისუფლებას მხარი დაუჭირეს.
მოსალოდნელია, რომ უმეროვის თანამდებობაზე დანიშვნა ხვალ მოხდება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეზნიკოვი შეიძლება დაინიშნოს ელჩად ბრიტანეთში, თუმცა ჯერ არც პრეზიდენტს და არც თავად რეზნიკოვს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
თაგები:
ალექსეი რეზნიკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს