უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკის ცოლზე ძებნა გამოაცხადა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლე ოქსანა მარჩენკო ძებნაში გამოაცხადა.
უკრაინის შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მარჩენკო ძებნილია 110-2 მუხლის მე-3 ნაწილით – “კონსტიტუციური წყობის იძულებით შეცვლის ან დამხობის ან სახელმწიფო ხელისუფლების წართმევის მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსება“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ის არის პირი, რომელიც ემალებოდა წინასწარი გამოძიების ორგანოებს. მისი გაუჩინარების თარიღია 2023 წლის 24 მარტი და ადგილი – კიევის სოლომიანსკის ოლქი.
თაგები:
ვიქტორ მედვედჩუკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს