Logo

Logo

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში Wildberries-ის საწყობს ისევ დაარტყეს, ამჯერად ეკატერინბურგში

უკრაინა
Frontnews image description

25 ივლისის დილით, უკრაინულმა დრონებმა კვლავ დაარტყეს Wildberries-ის საწყობს რუსეთში, ამჯერად ეკატერინბურგში.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობის დაბომბვა დღეს დილით დაიწყო. რამდენად წარმატებული იყო დარტყმა, ჯერ უცნობია.

აფეთქების ადგილიდან კვამლის ღრუბელი ამოდის. ხანძრის კადრები სოციალურ მედიაში ვრცელდება.

უკრაინიდან ეკატერინბურგამდე მანძილი დაახლოებით 1750 კმ-ია.

უკრაინის უპილოტო საჰაერო სისტემების ძალების მეთაურის რობერტ ბროვდის ("მადიარი“) დღემდე უკრაინულმა დრონებმა Wildberries-ის 6 საწყობს დაარტყეს - მოსკოვის ოლქში; კრასნოდარში; სტავროპოლის მხარეში; სანკტ-პეტერბურგში, ასევე, სიმფეროპოლში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები