Logo

უმეროვი - უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლას განაახლებენ, ამჟამად უკრაინა რუსული ტყვეობიდან 1200 უკრაინელს გაათავისუფლებს

უკრაინა
113
Frontnews image description

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლას განაახლებენ, ამჟამად უკრაინა რუსული ტყვეობიდან 1200 უკრაინელს გაათავისუფლებს.

"უკრაინის პრეზიდენტის მითითებით, ცოტა ხნის წინ თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორების შუამავლობით კონსულტაციები ჩავატარე გაცვლის პროცესის განახლების და ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შესახებ“, - წერს უმეროვი.

მისივე თქმით, ამ მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ სტამბოლის შეთანხმებების გააქტიურებაზე. ტექნიკური კონსულტაციები მალე გაიმართება.

"ჩვენ 1200 უკრაინელი ტყვეს გათავისუფლების საკითხს განვიხილავთ. ტექნიკური კონსულტაციები მალე გაიმართება. მათ ყველა პროცედურული და ორგანიზაციული საკითხი უნდა დაასრულონ“, - წერს უმეროვი.

მისივე თქმით, სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს, "რათა ტყვეობიდან დაბრუნებისთვის დაგეგმილმა უკრაინელებმა ახალი წლისა და შობის დღესასწაულები სახლში - ოჯახურ სუფრასთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად აღნიშნონ".

Advertisement