“უფლებები საქართველო” – 12 წლის გარდაცვლილი გოგონას საქმეზე კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება იკვეთება


ავტორი
Front News საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ინფორმაციით, დღეს დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს (ბავშვის დედას) და ადვოკატებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი გადაეცათ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება იკვეთება.
“სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რის შემდეგაც უფლებები საქართველოს ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის.
ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია.
ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რომელთა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
უფლებები საქართველო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს