Logo

ურსულა ფონ დერ ლაიენი - პუტინი მტაცებელია, რომელმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ოთხი ომი დაიწყო

პოლიტიკა
459
Frontnews image description

პუტინი აღარ შეიცვლება, ის მტაცებელია, რომელმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ოთხი ომი დაიწყო: ჩეჩნეთში, საქართველოში, ყირიმში და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიფრთხილის განცდა, რადგან ვიცით, რომ პუტინი არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ის მტაცებელია და ბოლო 25 წლის განმავლობაში მან ოთხი ომი დაიწყო: ჩეჩნეთი, საქართველო, ყირიმი და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. გამოცდილებიდან ვიცით, რომ მისი შეჩერება მხოლოდ ძლიერი შეკავების საშუალებით შეიძლება და ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ კოორდინირებულები, ზუსტი და სწრაფი ევროკავშირში და კონკრეტულად ფრონტის ხაზზე მყოფ სახელმწიფოებში ჩვენი თავდაცვის პოზიციის ძიებაში. სწორედ ამიტომ, მომდევნო კვირების განმავლობაში ჩვენ მოვამზადებთ გზამკვლევს, როგორ განვახორციელოთ ინვესტირება ევროკავშირში, ჩვენს თავდაცვის პოზიციაში, დამატებითი თანხები თავდაცვისთვის.

ჩვენ გავაანალიზებთ ევროკავშირში არსებულ ხარვეზებს და როგორ აღმოვფხვრათ ისინი 2030 წლისთვის მიზნებით, ეტაპებით, რადგან მხოლოდ იმის მიღწევა შეიძლება, რაც იზომება. ამას განვიხილავთ ევროკავშირის საბჭოში ოქტომბრის დასაწყისში, დანიის პრეზიდენტობის დროს.

უკრაინა დღეს ევროპული უსაფრთხოების პირველი დამცავი ხაზია. უკრაინული არმია არის ფოლადის ზღარბი. მეორე ხაზი არის მრავალეროვნული "მსურველთა კოალიცია" ამერიკის მხარდაჭერით, მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი კი ჩვენი საკუთარი თავდაცვითი პოზიციაა და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობა“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

Advertisement