ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავმა ბულგარეთში ავარიული დაშვება განახორციელა


ავტორი
Front News საქართველო
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავმა ბულგარეთში ავარიული დაშვება განახორციელა. პილოტები ნავიგაციის გარეშე დარჩნენ რუსული სისტემების სავარაუდო ჩარევის გამო, რამაც GPS-ის მუშაობა შეაფერხა, - ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
შემთხვევა 31 აგვისტოს მოხდა. არსებობს ეჭვი, რომ რუსეთის ჩარევის გამო, GPS ნავიგაციის სერვისები გაითიშა, აეროპორტის გარშემო ერთსაათიანი წრის შემდეგ, პილოტმა გადაწყვიტა, ქაღალდის რუკების გამოყენებით დაშვებულიყო.
ფონ დერ ლაიენი ვარშავიდან პლოვდივში მიფრინავდა, რათა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს შეხვედროდა.
The Guardian-ის ცნობით, ევროკომისიის პრესმდივანმა ინციდენტი დაადასტურა.
"ეს ინციდენტი ნამდვილად ხაზს უსვამს იმ მისიის აქტუალურობას, რომელსაც პრეზიდენტი ახორციელებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, რომლებიც წინა ხაზზე არიან“, - აღნიშნა მან.
თაგები:
ურსულა ფონ დერ ლაიენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს