Logo

ურსულა ფონ დერ ლაიენმა კაროლ ნავროცკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

მსოფლიო
4 დღის წინ / 13:44
495
Frontnews image description

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის ახალარჩეულ პრეზიდენტს კაროლ ნავროცკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და პოლონეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.

"დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი გააგრძელებს ძალიან კარგ თანამშრომლობას პოლონეთთან. ჩვენ ყველანი ერთად უფრო ძლიერები ვართ მშვიდობის, დემოკრატიისა და ღირებულებების საზოგადოებაში. ამიტომ, მოდით, ვიმუშაოთ ჩვენი საერთო სახლის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად", – წერს ფონ დერ ლაიენი.

ნავროცკიმ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 50,89%-ით გაიმარჯვა.

 

Advertisement