
ავტორი
Front News საქართველო
დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ნახევარი საათით აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი დაეშვა.
აეროპორტში თვითმფრინავი გერმანიის ქალაქ რამშტაინში აშშ-ის სამხედრო ავიაბაზიდან ჩამოფრინდა და თბილისი მალევე დატოვა.
თვითმფრინავის თბილისში დროებით გაჩერების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ამერიკული თვითმფრინავი Boeing C-17 Globemaster III არის აშშ-ის საჰაერო ძალების (USAF) კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მიზნით, მათ შორის სამხედრო ტექნიკის გადაზიდვის, ჯარისკაცების ტრანსპორტირებისა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს