უსაფრთხოების რისკის გამო Wizz Air მოლდოვას მიმართულებით ფრენებს აჩერებს


ავტორი
Front News საქართველო
ერთ-ერთმა უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა მიიღო გადაწყვეტილება, საფრთხის რისკების გამო 14 მარტიდან შეაჩეროს ფრენები მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვის მიმართულებით.
მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, Wizz Air-ის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაურკვევლობა შექმნა, იმის გათვალისწინებით, რომ 14 თებერვალს ავიაკომპანიამ ზაფხულის სეზონის ფრენების განრიგის დამტკიცების განაცხადი გააკეთა.
“რისკების ანალიზის შემდეგ, სამთავრობო უწყებებმა დაადგინეს, რომ ეროვნული საჰაერო სივრცის ფარგლებში ფრენები შეიძლება უსაფრთხოდ განხორციელდეს მთელი რიგი პროცედურების მეშვეობით და ვწუხვართ Wizz Air-ის მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.
თაგები:
Wizz Air

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს