Logo

ვადიმ დენისენკო – ირპენში ცხედრებიც კი დანაღმულია, იქ დაბრუნება სახიფათოა

უკრაინა
735
Frontnews image description

კიევის ოლქის განთავისუფლებულ ქალაქ ირპენში რუსი დამპყრობლების მიერ დატოვებული მრავალი ნაღმი და მავთულია, შესაბამისად, იქ დაბრუნება კვლავ სახიფათოა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

 

“ჩვენ ვპოულობთ უამრავ ნაღმს, მავთულს, დანაღმულ ცხედრებსაც კი. ამიტომ, ძალიან დიდი თხოვნა ყველას, ვისაც სახლში დაბრუნება სურს – ცოტა მოითმინეთ. ქალაქში მხოლოდ ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ შედით“, – განაცხადა დენისენკომ.

 

მისივე თქმით, ირპენში ბევრი ადამიანი რჩება, ვინც წასვლაზე უარს ამბობს და პოლიცია მათ სარდაფებში ეძებს. ისინი ცდილობენ მათთან დალაპარაკებას, რათა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ.

თაგები:

ირპენი
Advertisement