
ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე სიტყვის თავისუფლებას შევიზღუდავ, - ამის შესახებ "ფორმულას" ჟურნალისტმა ვახო სანაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიზანი საზოგადოების ხმის ჩახშობაა.
"ჯარიმა, პატიმრობა - ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ვერავინ ამიკრძალავს ვთქვა ის, რაც მინდა, რომ ვთქვა. ეს სხდომები, რასაც მე არ ვესწრები, არის აბსურდული. იმ სიტყვებს, რომლებიც მათ არ მოსწონთ, ბეჭედს ურტყამს მოსამართლე და ამბობს ყოველ ჯერზე, რომ ეს ხალხი არიან ისინი, ვისაც ეს სიტყვები ეკუთვნით.
საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე სიტყვის თავისუფლებას შევიზღუდავ. ეს არის იმის დასტური, რომ გამოხატვის თავისუფლება თუ ქვეყანაში შეიზღუდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველამ უნდა დაიდოს კლიტე პირზე, მაგრამ ეს არ მოხდება", - განაცხადა ვახო სანაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ფორმულას" ტელეწამყვანს ვახო სანაიას პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
თაგები:
ვახო სანაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს