Logo

ვახო სანაიას 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სამართალი
205
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიას, 18 ოქტომბრის აქციაზე გზის გადაკეტვისთვის 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

"არანაირი ხელოვნური გადაკეტვა არ ყოფილა, ესაა პროტესტის გამოხატვა და რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს.

ეს არ არის გზის ხელოვნური გადაკეტვა, ისინი [პოლიცია] ეყრდნობიან რაღაცა კანონს, რასაც მე არ ვცნობ და ეს კანონია თავად უკანონო.

ეს არაა ხელოვნური გადაკეტვა, ესაა ყველაზე ბუნებრივი რამ, რაც კი ხდება რუსთაველზე დღეს... ეს კანონი არის უკანონო და გასაუქმებელი. ჩემთვის ცნობილია, რომ რუსთაველი უნდა გადაიკეტოს ყოველდღე. რამდენჯერაც მექნება შესაძლებლობა, იმდენჯერ გავალ რუსთაველზე", - განაცხადა სანაიამ სასამართლო პროცესზე.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის ციხეში 5 ადამიანი: ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, საბა ხომერიკი, ლევან მარგიანი და გიორგი ყიასაშვილი გაუშვა.

სასამართლო დარბაზიდან კი გაათავისუფლეს: თორნიკე თხილავა, ლაშა ჩხარტიშვილი, გელა გამყრელიძე და მანუჩარ მაჭავარიანი.

Advertisement