ვახტანგ ღამბაშიძე - მაქვს სურვილი და იმის ამბიცია, რომ ჩემი მთლიანი რესურსი მოვახმარო ზესტაფონის მოსახლეობის კეთილდღეობას და განვითარებას


ავტორი
Front News საქართველო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ვახტანგ ღამბაშიძე მერად არჩევის შემთხვევაში გეგმავს, რომ დაასრულოს „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტები.
მისი თქმით, მთელ ცოდნას და გამოცდილებას ზესტაფონის განვითარებას და კეთილდღეობას მოახმარს.
"ზესტაფონი არის ქალაქი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ქალაქის და მოქალაქეების სიყვარულში ათეული წლებია მონაწილეობას ვიღებ მის კეთილდღეობასა და განვითარებაში. ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში მე მჯერა იმის, რომ დამიგროვდა ის გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც მოვახმარ ჩემს მუნიციპალიტეტს, მის განვითარებასა და კეთილდღეობას.
ჩემი პირველი ამოცანა და სურვილი იქნება, ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ჰყავდეს ნაკლები სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ბენეფიციარი. ჯერ კიდევ გამგებლის მოადგილის რანგში ყოფნის დროს შევქმენი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა უსახლკარო ბენეფიციარების საცხოვრისით უზრუნველყოფას. დღესდღეობით ეს პროგრამა ისევ ფუნქციონირებს და ჩემი მიზანია გავაგრძელო მისი განხორციელება. მაქვს სურვილი და ამბიცია იმის, რომ ჩემი მთლიანი რესურსი მოვახმარო ზესტაფონის მოსახლეობის კეთილდღეობას და განვითარებას“, - განაცხადა ვახტანგ ღამბაშიძემ.
თაგები:
ზესტაფონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს