Logo

ვახტანგ გომელაური – 2022 წელს დასრულდა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი – სრულად გაიმიჯნა ოპერატიული, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებები

სამართალი
21.02.2023 / 16:42
Frontnews image description

2022 წელს დასრულდა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი – სრულად გაიმიჯნა  ოპერატიული, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებები, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, “მინისტრისსაათის“ ფორმატში  მოხსენებით გამოსვლისას.

 

რაც შეეხება საგამოძიებო მექანიზმის გაძლიერების მიმართულებას, მინისტრის თქმით, ამ მიზნით, სამინისტრომ შეიმუშავა “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი ცვლილებები.

 

“საკანონმდებლო ცვლილებები უზრუნველყოფს გამოძიების პროცესში გამომძიებლის როლის გააქტიურებას და საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებების დაბალანსებულ გადანაწილებას. გამომძიებელი პასუხისმგებელი იქნება გამოძიების დაწყებასა და მის ჩატარებაზე, ხოლო პროკურორი − სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე. აღნიშნული რეფორმის კონცეფცია შეფასებულია ვენეციის კომისიის მიერ. კომისიის რეკომენდაციები დიდწილად ასახულია ინიცირებულ პროექტში. პროექტი წარდგენილია პარლამენტში, დაწყებულია მისი საკანონმდებლო განხილვის პროცედურები. იმედი გვაქვს, რომ ამ პროცედურების შემდეგ, ცვლილებები ეფექტიანად დაინერგება და ამოქმედდება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები